აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2023-02-13
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი უსკოში
10 თებერვალს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეებმა გახსნეს.

2023-02-08
ღია კარის დღე უსკოში
უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს. 6 თებერვალს უსკომ არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

2022-12-13
სასწავლო-საინფორმაციო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სასწავლო -საინფორმაციო პროექტი „ჩემი პირველი არჩევნები“ განაახლა.

2022-12-11
კონფერენცია ,,შშმ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში’’
10 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო შერატონში გაიმართა.

2022-11-18
განახლებული პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადებული პროექტით ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ უსკომ ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრები განაახლა. 18 ნოემბერს უსკოს ტრენერები ბათუმის N4 და N8 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

2022-10-10
ახალი წევრები უსკოში
10 ოქტომბრის სხდომაზე უმაღლესი საარჩევნო კომისია სამ ახალ წევრთან ერთად შეიკრიბა.

2022-05-17
ტრენერთა ტრენინგი ,,იაზროვნე და ხმა მიეცი ჩარჩოებს მიღმა’’
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის თანამშრომლობით ტრენერთა ტრენინგი ,,იაზროვნე და ხმა მიეცი ჩარჩოებს მიღმა’’ დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმში გაიმართა.

2022-03-22
ბათუმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები გაიმართა
საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლის მიზნით იმიტირებული კენჭისყრა ჩაატარა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკოსა და უსკოს) ხელმძღვანელები და წარმომადგენელი პირები არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად დააკვირდნენ

2021-12-28
უსკოს სხდომა
28 დეკემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.

2021-12-21
ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება და დისკუსია თემაზე ,,ახალგაზრდები ცვლილებისათვის’’
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ერთობლივი ღონისძიება დისტანციურ ფორმატში გაიმართა. ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება - ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის ,,ჩემი ხმა დემოკრატიაში’’ და დისკუსია თემაზე ,,ახალგაზრდები ცვლილებისათვის’’.

2021-11-01
ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის
ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის „ჩემი ხმა დემოკრატიაში“ ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია იწვევენ 18 - 25 წლის ასაკის ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ ესსეების კონკურსში, თემაზე - „ჩემი ხმა დემოკრატიაში“.

2021-10-20
საარჩევნო ჟურნალი N6
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში’’ თანამშრომლობით გამოიცა ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია“ მეექვსე ნომერი

2021-09-12
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვიზიტი უსკოში
11 სექტემბერს, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ცესკოს წევრებთან ერთად უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა.

2021-08-16

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის, ირაკლი გვარამიას გარდაცვალების გამო. უსკო უსამძიმრებს ირაკლი გვარამიას ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.

2021-07-06
6 ივლისის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უსკოს მდივანის კანდიდატურას უყარა კენჭი. კანონის თანახმად, უსკოს მდივნის ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, კომისია ირჩევს უსკოს მდივანს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2021-07-01
უსკომ წიგნის ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ (1888-2016) და საარჩევნო ჟურნალის პრეზენტაცია გამართა
1 ივლისს, სასტუმრო ,,რედისონში’’ უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ წიგნის ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ (1888-2016) და ჟურნალის ,,არჩევნები და დემოკრატია’’ პრეზენტაცია გამართა. ასევე გაიმართა ფოტო - გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო აჭარის არჩევნების სხვადასხვა პერიოდის ამსახველი საარქივო ფოტო-მასალა. ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ ბათუმის ქალაქის თვითმმართველობის 1888 წლის არჩევნებიდან 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აჭარის რეგიონში არჩევნების ისტორია 1988 წლიდან იღებს სათავეს, სწორედ 133 წლის წინ გაიმართა ბათუმის ქალაქის საბჭოს ხმოსნების პირველი არჩევნები. აღნიშნულ გამოცემაში წარმოდგენილია, როგორც ბათუმის საქალაქო არჩევნების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების შესახებ მასალები, თითოეული არჩევნების შესახებ მოკლე ისტორია, არჩევნების შედეგები და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სხვა მრავალი ინფორმაცია.

2021-03-30
საარჩევნო ჟურნალი N4
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში’’ თანამშრომლობით გამოიცა ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია“ მეოთხე ნომერი.

2021-03-18
უსკოს ანგარიში
18 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე უსკოს თავმჯდომარემ - პარმენ ჯალაღონიამ წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ.

2021-02-04
უსკო გილოცავთ არჩევნების საერთაშორისო დღეს !
არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. მისი ინიცირება მოხდა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (AჩEEEO) მიერ 2005 წლის სექტემბერში უნგრეთში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა - არჩევნების სფეროში მომუშავე ექსპერტებმა და საარჩევნო მოხელეებმა წამოაყენეს ინიციატივა დაეწესებინათ ყოველწლიური თარიღი, რომელიც მიეძღვნებოდა არჩევნებს.

2020-12-28
28 დეკემბრის სხდომა
28 დეკემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და განკარგულებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2021 წლის ხარჯთაღრიცხვა. დღესვე კომისიამ მიიღო განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2021-2022 წლების სტრატეგიისა და 2021 წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;

1/22 «პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016