აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2019-10-17
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლები პოლონეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო (სეიმისა და სენატის) არჩევნებს დააკვირდნენ.

2019-10-04
ტრენინგი შუახევის რაიონის საჯარო სკოლებისათვის
3 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ შუახევის რაიონის სკოლებში განხორციელდა. უსკოს ტრენერები ეწვივნენ დაბა შუახევის, სოფელ ხიჭაურისა და სოფელ ჭვანის საჯარო სკოლებს და მოსწავლეებს ესაუბრნენ არჩევნების სახეებისა და საქართველოს არჩევითი ორგანოების შესახებ, საარჩევნო პრინციპების, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ერთი ხმის მნიშვნელობის შესახებ. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა.

2019-09-09
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი ბრანდერბურგში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მაკა ლომაძე, ამავე დეპარტამენტის ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსი, რუსუდან ანანიაშვილი ლანდტაგის პრეზიდენტის მიწვევით ბრანდერბურგის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებს დააკვირდნენ.

2019-06-14
14 ივნისის სხდომა
უმაღლესი საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით მიიღო უსკოს 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის 2019-2020 წლების სტრატეგიული გეგმის საფუძველზე შემუშავდა.

2019-05-29
უსკოს ვიზიტი ბელგიაში
მიმდინარე წლის 23-26 მაისს უმაღლესი საარჩევნო კომისიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები ბელგიაში ევროპარლამენტის არჩევნებს დააკვირდნენ, სადაც ასევე პარალელურად გაიმართა ქვეყნის ფედერალური და ადგილობრივი არჩევნები.

2019-05-22
უსკოს სტრატეგიული გეგმის მიღება
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2019-2020 წლების უსკოს სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, რომელიც დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით მიიღო. პროექტზე იმუშავა უსკოს სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით. მის შემადგენლობაში შევიდნენ როგორც უსკოს კომისიის წევრები, ასევე დეპარტამენტების ხელმძღვანელები და განყოფილების უფროსები. გეგმა ორ ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტს მოიცავს: ინსტიტუციური გაძლიერება და რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ამომრჩეველთა ინფორმირება.

2019-05-03
უსკოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა უსკოს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობა დაიწყო უსკოს 2020–2024 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაზე. ამ მიზნით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც უსკოს წევრები და აპარატის თანამშრომლები შევიდნენ.

2019-02-21
საინფორმაციო შეხვედრა
1919 წლის 14-16 თებერვალს დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა. 21 თებერვალს უსკოს წარმომადგენლები ბათუმის სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასს ეწვივნენ. უსკოს მდივანმა, სოფიო კახაძემ საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გამართა X-XI კლასის მოსწავლეებთან.

2019-02-20
საიუბილეო კვირეული უსკოში
100 წლის წინ, 1919 წლის 14-16 თებერვალს დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები ბევრი ფაქტორის გამო იყო გამორჩეული: საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა ხმის მიცემის უფლებას აძლევდა ყველა მოქალაქეს, სქესისა და წარმომავლობის განურჩევლად. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს 5 ქალი, მაშინ როდესაც იმდროინდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.

2019-02-07
არჩევნების საერთაშორისო დღე უსკოში
7 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით უსკოს ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციაში ღონისძიება გამართა.

2018-12-29
28 დეკემბრის სხდომა
28 დეკემბერს, აჭარის ავტონომიური რესპიბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომა,რომელზეც კომისიამ განკარგულებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2019 წლის ხარჯთაღრიცხვა.

2018-12-27
უსკო გილოცავთ დამდეგ 2019 წელს!

2018-11-02
კონკურსი უსკოში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის, ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის-საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის (1 ვაკანსია) შესავსებად, ცხადდება დახურული კონკურსი 2018 წლის 01 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. განცხადების მიღება განხორციელდება საჯარო სამსახურის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის-www.hr.gov.ge-საშუალებით.

2018-10-16
უსკოს პროექტის მესამე ეტაპი ქედის რაიონის სკოლებისათვის
12 ოქტომბერს, უსკოს საინფორმაციო – სასწავლო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ ქედის რაიონის სკოლებში გაგრძელდა. უსკოს ტრენერები ეწვივნენ ახოს პირველ საჯაროს, გეგელიძეების, ცხმორისისა და სოფელ ახოს საჯარო სკოლებს და მოსწავლეებს ესაუბრნენ არჩევნების სახეებისა და საქართველოს არჩევითი ორგანოების შესახებ, საარჩევნო პრინციპების, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ერთი ხმის მნიშვნელობის შესახებ. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა.

2018-10-10
პროექტის მესამე ეტაპი
10 ოქტომბერს, უსკოს საინფორმაციო-სასწავლო პროექტის ,,ჩემი პირველი არჩევნები“ მესამე ეტაპი ქედის რაიონის სკოლებში განხორციელდა. უსკოს ტრენერები ეწვივნენ ქედის, ზვარეს, ქვედა მახუნცეთის, ვაიოს, წონიარისისა და დოლოგანის საჯარო სკოლებს, სადაც გამართეს შეხვედრები X-XI-XІІ კლასებთან და ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა არჩევნების სახეები და საქართველოს არჩევითი ორგანოები, საარჩევნო პრინციპები, საქართველოს არჩევნების მოკლე ისტორია, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ერთი ხმის მნიშვნელობა. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა.

2018-10-04
სხდომა უსკოში
4 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. უსკოს აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, კანონის თანახმად განხორციელდა გარკვეული სახის ტექნიკური ცვლილებები, როგორც პროაქტიული გამოქვეყნების წესში, ასევე საჯარო რეესტრის ფორმებსა და საარჩევნო კომისიის ბლანკის ფორმებში და საოქმო სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტების ბეჭდისა და შტამპის ფორმებში. შედეგად მიღებული იქნა დადგენილება:"საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ"

2018-10-01
შეხვედრა IDEA-ს წარმომადგენელთან
29 სექტემბერს,აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დემოკრატიის და საარჩევნო ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA) წარმომადგენლის,ნანა კალანდაძისა და კომისიის თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას შეხვედრა შედგა.

2018-08-30
განცხადება
განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საყურადღებოდ!

2018-08-27
27 აგვისტოს სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 27 აგვისტოს სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. კომისიამ დადგენილებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს საარჩევნო კომისიის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად ოთხი ახალი დეპარტამენტის შექმნას, რომლებიცაა: საოქმო სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი (რომელშიც გაერთიანდა საარჩევნო პროცესების მართვის განყოფილება),იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი(რომელშიც გაერთიანდა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება),ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი(რომელშიც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური ურთიერთობის განყოფილებები გაერთიანდა) და საფინანსო საბიუჯეტო დეპარტამენტი.

2018-06-08
საჯარო სკოლების მოსწავლეები უმაღლეს საარჩევნო კომისიაში
7 ივნისს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უსკოს ადმინისტრაციულ შენობაში იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები მოიწვია, რომლებმაც უსკოს მიერ მომზადებულ საინფორმაციო-სასწავლო პროექტში ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ მიიღეს მონაწილეობა და იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს უსკოს ტრენერებთან ერთად. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე X-XI კლასის 1000- მდე მოსწავლე იყო ჩართული ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის 39 საჯარო სკოლიდან.

6/22 «პირველი 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016