აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკომ წიგნის ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ (1888-2016) და საარჩევნო ჟურნალის პრეზენტაცია გამართა
01 ივლისი 2021

1 ივლისს, სასტუმრო ,,რედისონში’’ უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ წიგნის ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ (1888-2016) და ჟურნალის ,,არჩევნები და დემოკრატია’’ პრეზენტაცია გამართა. ასევე გაიმართა ფოტო - გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო აჭარის არჩევნების სხვადასხვა პერიოდის ამსახველი საარქივო ფოტო-მასალა.
,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ ბათუმის ქალაქის თვითმმართველობის 1888 წლის არჩევნებიდან 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აჭარის რეგიონში არჩევნების ისტორია 1988 წლიდან იღებს სათავეს, სწორედ 133 წლის წინ გაიმართა ბათუმის ქალაქის საბჭოს ხმოსნების პირველი არჩევნები. აღნიშნულ გამოცემაში წარმოდგენილია,  როგორც ბათუმის საქალაქო არჩევნების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების შესახებ მასალები, თითოეული არჩევნების შესახებ მოკლე ისტორია, არჩევნების შედეგები და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სხვა მრავალი ინფორმაცია. წიგნის გამოცემის გადაწყვეტილება უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ამომრჩევლისათვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობის მიზნით. აჭარის არჩევნების 132 წლიანი ისტორიის ამსახველი ფაქტები შეკრიბა და გააერთიანა, ვინაიდან დღემდე მსგავსი ინფორმაციის ერთ წიგნად გამოცემა არ მომხდარა. გამოცემის ავტორია ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე.
პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს უსკოს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ და ევროპის საბჭოს არჩევნების და სამოქალაქო საზოგადოების განყოფილების ხელმძღვანელმა, მარკუს ადელსბახმა (ონლაინ), წიგნის ავტორმა, ისტორიკოსმა ირაკლი ირემაძემ. გამოცემების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ და ისტორიკოსმა ემზარ კახიძემ.
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ჟურნალის ,,არჩევნები და დემოკრატია" ხუთი ნომერი, რომელიც უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან ,,საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში'' თანამშრომლობით არის გამოცემული. ასევე მოწვეულმა სტუმრებმა იხილეს საინტერესო ფოტო - გამოფენა აჭარის არჩევნების შესახებ, რომელიც უსკოს ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა შეკრიბა და მოამზადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის მასალების მიხედვით.

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016