აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2020-10-29
უსკოში 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის დამკვირვებელთა სიის წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოს მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დამკვირვებლის სტატუსით უსკოში რეგისტრირებულია 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.

2020-10-28
აჭარაში 314 889 ამომრჩეველია
2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის აჭარაში 314 889 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დასრულდა.

2020-10-27
უსკოს საინფორმაციო აქცია
31 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. აჭარაში, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი 4 სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის, ხოლო ცისფერი და ვარდისფერი - საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის

2020-10-26
25 ოქტომბრის სხდომა
გუშინდელ სხდომაზე უსკომ დადგენილებით განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე მათ შორის კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს.

2020-10-24
ვებინარი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’
23 ოქტომბერს, უსკოს ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსმა, რუსუდან ანანიაშვილმა საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ვებინარი გამართა.

2020-10-21
უსკომ ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა.

2020-10-20
უსკოს სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა ჯგუფი შექმნეს.

2020-10-19
19 ოქტომბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უსკომ განკარგულებებით დაადგინა ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახეები და ბიულეტენების ტექსტი, ასევე მიიღო განკარგულება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახის დადგენის შესახებ

2020-10-16
საარჩევნო ჟურნალი N2
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით გამოიცა ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია“ მეორე ნომერი.

2020-10-09
პარტიული სიების რეგისტრაცია დასრულდა
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაციის პროცესი

2020-10-08
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის წარდგენილი/რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა კანდიდატები შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში წარადგინეს

2020-10-06
6 ოქტომბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ოთხ საარჩევნო ოლქში სახელობითი კენჭისყრით უსკოს წარმომადგენლები აირჩია.

2020-10-03
ვებინარი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის
3 ოქტომბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა ვებინარი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის. ის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროექტის უფროსმა ოფიცერმა ნინო დოლიძემ გახსნეს

2020-10-02
პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა
2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა.

2020-10-01
1 ოქტომბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სახელობითი კენჭისყრით უსკოს წარმომადგენლები მხოლოდ ორ საარჩევნო ოლქში აირჩია. (N-79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში - პაატა კეშელავა, ხოლო N-84 ხულოს საარჩევნო კომისიაში მალხაზ ჯორბენაძე).

2020-09-25
ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მსურველთათვის.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველმა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც კანდიდატმა უნდა მიუთითოს

2020-09-25
უსკომ წარმომადგენლების არჩევის წესი განსაზღვრა
დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით განსაზღვრა 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უსკოს წარმომადგენლების არჩევის წესი და უფლებამოსილებები.

2020-09-23
პარტიული სიების წარდგენის წესები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’ დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის განსაზღვრავს პარტიული სიების წარდგენის წესებს.

2020-09-22
საკანონმდებლო სიახლე
უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების გავლისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარდგენის ვალდებულება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირებს დაეკისრება და უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები აღარ წარადგენენ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას წინასწარ.

2020-09-20
უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა
20 სექტემბრის სხდომაზე, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა, რაც საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე 30 დღით ადრე (1 ოქტომბერი)განისაზღვრება (მუხლი 38¹).

4/22 «პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016