აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

სამუშაო შეხვედრა სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებთან
24 ივნისი 2024

24 ივნისს უმაღლესი საარჩევნო კომისიის, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ, IFES საქართველოს მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიის მენეჯერმა, მირანდა ტყაბლაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ,  ფატი ხალვაშმა გახსნეს.
უსკოს თავმჯდომარემ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების და საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და არსებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა და საინტერესო სიახლეები გააცნო შეხვედრის მონაწილეებს.
უსკოს წევრმა ციალა შავაძემ საარჩევნო პროცედურებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს კი მონაწილეებმა იმიტირებულ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა და პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016