აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს თავმჯდომარე ჟურნალ „არჩევნები 360°“-ის პრეზენტაციას დაესწრო
08 ივლისი 2026

2026 წლის 8 ივლისს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახალი ჟურნალის „არჩევნები 360°“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა და თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე დაესწრნენ.
ჟურნალი „არჩევნები 360°“ მიზნად ისახავს საარჩევნო საკითხებზე ცოდნის სისტემატიზაციას, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, პროფესიული გამოცდილებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე საარჩევნო სამართლისა და საარჩევნო ადმინისტრირების აქტუალურ საკითხებზე პროფესიული დისკუსიის ხელშეწყობას.
პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა ჟურნალის კონცეფცია, მიზნები და სამომავლო განვითარების ხედვა. გამოცემა ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ბეჭდური, ისე ციფრული ფორმატით ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პროფესიული ცოდნის განვითარებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ორიენტირებული მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთიანი საარჩევნო ადმინისტრაციის ფარგლებში ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას შორის არსებული მჭიდრო ინსტიტუციური პარტნიორობა და კოორდინაცია ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების სისტემურ გაზიარებას, პროფესიული სტანდარტების უწყვეტ განვითარებას, ინსტიტუციური შესაძლებლობების განმტკიცებასა და თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრირების საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას.

 

ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016