აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2024-09-01
1 სექტემბრის სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ მიღო განკარგულება.

2024-08-30
უსკოში უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის განაცხადების წარდგენა დასრულდა
2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის უსკოში განაცხადების წარდგენის პროცესი დასრულდა.

2024-08-28
28 აგვისტოს სხდომა
27 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ - მინისტრის თანახელმოწერით გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად

2024-08-27
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N27/08/01 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ

2024-08-24
ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’ 35-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2024-08-22
პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის
21 აგვისტოს სხდომაზე უსკომ განკარგულებით მიიღო პარტიული სიების წარდგენის წესი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის.

2024-08-14
უსკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის ექსპერტს შეხვდა
უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური კამპანიის ანალიტიკოსს, რობერტ ბისტრიცკის შეხვდა.

2024-07-28
მედიის განვითარება და არჩევნების გაშუქება
2024 წლის 27 ივლისს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

2024-07-11
შეხვედრა სტუდენტებთან
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას. დღეს უსკომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა სტუდენტური პროექტის „ვიზიტი სახელმწიფო უწყებებში“ ფარგლებში.

2024-07-10
საინფორმაციო შეხვედრა საარჩევნო სიახლეების და ტექნოლოგიების შესახებ
ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურად აცნობს საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს. 10 ივლისს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ყრუთა კავშირთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

2024-06-24
სამუშაო შეხვედრა სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებთან
24 ივნისს უმაღლესი საარჩევნო კომისიის, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

2024-06-14
14 ივნისი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მონაწილეობა მიიღო ფორუმში, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის”.

2024-06-11
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ბულგარეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდნენ
უსკოს წარმომადგენლები 9 ივნისს ბულგარეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროპარლამენტისა და ბულგარეთის პარლამენტის არჩევნებს დააკვირდნენ.

2024-06-04
სამუშაო შეხვედრა უსკოში
უმაღლესი საარჩევნო კომისია აქტიურად განაგრძობს აჭარის რეგიონში ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარებას.

2024-05-22
უსკომ ლოგოს კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახალი ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინეს.

2024-03-29
კონკურსი უსკოს ახალი ლოგოს შესაქმნელად
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახალი ლოგოს შესაქმნელად

2024-03-22
სასწავლო ვიზიტი უსკოში
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

2024-02-10
ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიურ ეპოქაში
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში ,,ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“ მონაწილეობდნენ.

2023-12-26
სამუშაო შეხვედრა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც 23-24 დეკემბერს ცესკოს ორგანიზებით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFEშ) მხარდაჭერით კახეთის რეგიონში გაიმართა.

2023-12-13
სამუშაო შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ქალი წარმომადგენლებისათვის
2023 წლის 12-13 დეკემბერს, ბათუმში, უმაღლესი საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს პროექტ „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა თემაზე “ მეტი ქალი გადაწყვეტილების მიღების პროცესში” გაიმართა. ღონისძიებას აჭარის რეგიონში მცხოვრები პოლიტიკური პარტიების ქალი წარმომადგენლები ესწრებოდნენ

3/25 «პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016