აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2017-01-23
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში

2016-12-30
30 დეკემბრის სხდომა
30 დეკემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე და მიიღო განკარგულება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2017 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ’’.

2016-12-27
ახალი წლის მილოცვა

2016-12-16
16 დეკემბრის სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 16 დეკემბრის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.

2016-11-28
უსკოს თავმჯდომარემ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მეოთხე მოწვევის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები წარადგინა. როგორც პარმენ ჯალაღონიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ და კანონის შესაბამის გარემოში, არ მომხდარა ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზეწოლა.

2016-11-17
უსკომ 2016 წლის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
17 ნოემბრის სხდომაზე აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამეს. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 308 506, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. 8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 4-მა საარჩევნო სუბიექტმა,

2016-11-11
11 ნოემბრის სხდომა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 11 ნოემბრის სხდომაზე კომისიის წევრებმა ერთ ძირითად საკითხზე იმსჯელეს და დადგენილება მიიღეს. დადგენილებით განისაზღვრა უბნებსა და ოლქებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების საკითხი. ეს იმ შემთხვევაში თუ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები არ ტარდება რომელიმე სხვა არჩევნებთან ერთად.

2016-10-31
წინასწარი შედეგები შემაჯამებელი ოქმების მიხედვით
დასრულდა შემაჯამებელი ოქმების განთავსება უსკოს ვებ გვერდზე. გთავაზობთ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს 347+1 უბნის მიხედვით:

2016-10-30
კენჭისყრის დღის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი
დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა. დახურულია 348-ვე უბანი და დაწყებულია ხმის დათვლა. დახურვისას ხელვაჩაურის ოლქში 28-ე, 29-ე და 36-ე უბნებზე გაითიშა ელექტროენერგია, რამდენიმე წუთით, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა, შესაბამისად პრობლემა არ შექმნილა. რაც შეეხება წინასწარ პირველად მონაცემებს - უსკო ოქმების ატვირთვას ვებ გვერდზე დაახლოებით 22:00 საათიდან დაიწყებს, მას შემდეგ რაც უბნები შეაჯამებენ შედეგებს.

2016-10-30
ბრიფინგი 18 საათზე
ამომრჩეველთა აქტივობა და საჩივრებთან დაკავშრებით ზოგადი ინფორმაცია ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანმა გააცნო. სოფიო კახაძის განცხადებით ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა.ჯამში უბნებზე დაწერილია დაახლოებით 40 საჩივარი, ოლქებში კი 8.

2016-10-30
აქტივობა 17 საათისთვის
გაგაცნობთ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 17 საათის მდგომარეობით: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 308 576 17 საათისთვის საკუთარი არჩევანი გააკეთა 95 041- მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 30,79% - ია.

2016-10-30
ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათისთვის
ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათისთვის: 2016 წლის 30 ოქტომბერი - მეორე ტური: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 308 576 აქტივობა: 78 870 ამომრჩეველი, 25.55 % ბათუმის N79 ოლქი (68,69,70)- 35 925 ამომრჩეველი, 22.59 % ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 13 805 ამომრჩეველი, 27.98 % ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი- 13 371 ამომრჩეველი, 27.79%

2016-10-30
აქტივობა 12.00 საათისთვის
უსკოში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო. ნესტან ნაკაშიძის განცხადებით კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებში დაახლოებით 10 საჩივარია დაწერილი, რაც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება.

2016-10-30
პირველი ბრიფინგი უსკოში
აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე განლაგებული 348-ვე უბანი გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე(69.79.24) საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, ასევე (69.79.66)არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა. ქობულეთის მე-10 და ბათუმის პირველ უბნებზე დაიწერა თითო საჩივარი, სადაც დამკვირვებლებს უბნის თავმჯდომარეებმა რეგისტრატორისგან მოშორებით დგომისკენ მოუწოდეს. შეგახსენებთ, აჭარაში, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.

2016-10-29
30 ოქტომბრის ბრიფინგების განრიგი
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. გარდა ამისა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე: www.usko.ge, www.facebook.com/ajarausko

2016-10-26
26 ოქტომბრის სხდომა
26 ოქტომბრის სხდომაზე აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა ორ ძირითად საკითხზე იმსჯელეს. განკარგულებით განისაზღვრა, იმ საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და კომისიის წევრთა

2016-10-25
IRI-ს დამკვირვებლები უსკოში
2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ ინფორმაცია IRI-ს დამკვირვებლებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან მიიღეს. პარმენ ჯალაღონიამ დამკვირვებლებს ინფორმაცია მიაწოდა საუბნო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე, ასევე ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ, კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ რეაგირებაზე.

2016-10-23
23 ოქტომბრის სხდომა
23 ოქტომბრის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 5 ძირითად საკითხზე იმსჯელეს. დადგენილებით დამტკიცდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურისთვის N80 ქედის, N82 შუახევის და N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი. სამივე ოლქის ხარჯები შეადგენს ჯამში 37 450 ლარს, რაც მოიცავს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საწვავის და სხვა საჭირო საქონლის შეძენის ხარჯებს, ასევე ოლქების დამხმარე პერსონალის ანაზღაურებას. სულ 23 თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 9 500 ლარია. იმ საოლქო საარჩევნო კომისიებითვის, სადაც მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური იმართება, განკარგულებით დამტკიცდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობა, 7-7 ქედასა და შუახევში, ხოლო 9 ხულოში.

2016-10-21
21 ოქტომბრის სხდომა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 21 ოქტომბრის სხდომაზე 7 ძირითად საკითხზე იმსჯელეს. კომისიამ შეაჯამა 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები. განკარგულებით 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის თარიღად ოფიციალურად გამოცხადდა 30 ოქტომბერი.

2016-10-18
18 ოქტომბრის სხდომა
18 ოქტომბრის სხდომაზე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა ერთი ძირითადი საკითხი განიხილეს. განკარგულებით ცვლილება შევიდა „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ უსკოს 2016 წლის 6 სექტემბრის N36 განკარგულებაში.

11/25 «პირველი 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016