აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია კონკურსის შესახებ
13 ივნისი 2017

2017 წლის 11 ივნისს დასრულდა განაცხადების მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსისათვის.
საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებადი ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 127 კანდიდატი, რომელთა შორის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა სამივე ვაკანსიაზე, 29 კანდიდატი - ორ ვაკანსიაზე. დარეგისტრირებულ განაცხადთა საერთო რაოდენობამ 172 ერთეული შეადგინა.
კომისიის აპარატის ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შემოვიდა 30 განაცხადი, სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 62 განაცხადი, ხოლო სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად - 80 განაცხადი.
საკონკურსო კომისია 2 დღის ვადაში განიხილავს შემოსულ განაცხადებს. ინფორმაცია მეორე ეტაპზე გადასული და გადაულახავი კანდიდატების შესახებ ცნობილის გახდება დღეს, საკონკურსო კომისიის სხდომის შემდეგ და გამოქვეყნდება უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე, ასევე ცალკეულად დაეგზავნება თითოეულ მონაწილე კანდიდატს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 18 ივნისს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 999 852 ნერვისტან ფაღავა (საკონკურსო საატესტაციო სამდივნოს ხელმძღვანელი).

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016