შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 18 ივნისს გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი-ტესტირება შემდეგი ვაკანტური თანამდებობებისათვის: ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტი.
ტესტირება ჩატარდება ქალაქ ბათუმში, მისამართზე:ნიკო ფიროსმანის N-12, მესამე სართული.
ჩატარების დრო განსაზღვრულია ცხრილის მიხედვით, რომელსაც გთავაზობთ დანართის სახით.
ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს უსკოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 999 852 ნერვისტან ფაღავა (საკონკურსო საატესტაციო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი).