2012-10-03 ინფორმაცია 3 ოქტომბერს, 12 საათზე უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საინფორმაციო საშუალებებს გააცნო არსებული მონაცემებით აჭარის 2012 წლის 1 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები. იხილეთ არჩევნების შედეგები |
2012-10-01 ინფორმაცია კენჭისყრის დასრულების შესახებ 21 საათზე უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ გამართა ბრიფინგი, რომელზეც საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის დასრულების შესახებ და გააცნო ამომრჩეველთა აქტივობა 20 საათისათვის. საქართველოს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 60,12%-მა მიიღო. |
2012-10-01 ინფორმაცია კენჭისყრის პროცესის შესახებ 17 საათის მდგომარეობით 17 საათზე უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საზოგადოებას 17.00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო. |
2012-10-01 ინფორმაცია კენჭისყრის პროცესის შესახებ 12.00 საათის მდგომარეობით უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 12.00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო |
2012-10-01 ინფორმაცია დღეს, 1 ოქტომბერს ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. |
2012-09-29 განცხადება ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც სურვილი აქვთ ჰყავდეთ დამკვირვებლები უსკოში, წარდგენის ვადა დღეს, 18 საათზე ეწურებათ. |
2012-09-28 დასრულდა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია დღეს დასრულდა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია. |
2012-09-28 ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქების მიხედვით 1 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ოლქების მიხედვით: |
2012-09-22 22 სექტემბრის სხდომის შედეგები 22 სექტემბერს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ჩატარდა სხდომა, რომელზეც კომისიამ მიიღო შემდეგი განკარგულებები: |
2012-09-22 22 სექტემბრის სხდომის ანონსი დღეს, 22 სექტემბერს, 14 საათზე გაიმართება უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა. |
2012-09-21 21 სექტემბრის სხდომის შედეგები 21 სექტემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე საკითხი განიხილა. |
2012-09-17 სამუშაო შეხვედრა ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 16 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ გია გარსევანიშვილთან (უსკოს თავმჯდომარის მოადგილე), ასლან ჩავლეიშვილთან (უსკოს წევრი) და მამუკა ჯაშთან (უსკოს წევრი, პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“) ერთად ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია და ამ ოლქში შემავალი უბნები მოინახულა. |
2012-09-16 განცხადება უსკოს წარმომადგენელთა შერჩევის შესახებ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების შერჩევის მიზნით იწყებს წარმომადგენლობის მსურველ პირთა განაცხადების მიღებას. |
2012-09-15 15 სექტემბრის სხდომის შედეგები 15 სექტემბერს გაიმართა უმაღლესი საარჩევნო კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც რამდენიმე საკითხი განიხილეს. კომისიამ მიიღო დადგენილება "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის 22 აგვისტოს N-11 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ" და განკარგულება "უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების შერჩევის შესახებ". |
2012-09-15 სამუშაო შეხვედრა ქედისა და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიებში 14 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ, მამუკა ჯაშთან (უსკოს წევრი, პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“) და დიმიტრი დარჩიასთან (უსკოს წევრი, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“) ერთად ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში შემავალი საარჩევნო უბნები და საოლქო საარჩევნო კომისიები მოინახულა. |
2012-09-15 სხდომის ანონსი 15 სექტემბერს, 16 საათზე გაიმართება უმაღლესი საარჩევნო კომისიის მორიგი სხდომა. |
2012-09-14 შეხვედრა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 14 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს, პოლ ოკონორს შეხვდა. |
2012-09-13 სამუშაო შეხვედრა ხულოსა და შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიებში 13 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ მანუჩარ გამყრელიძესთან (ცესკოს საარჩევნო ოლქებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი) და ავთანდილ ჩახვაძესთან (უსკოს კომისიის წევრი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან) ერთად ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში შემავალი საარჩევნო უბნები და საოლქო საარჩევნო კომისიები მოინახულა. |
2012-09-06 ინფორმაცია უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიებისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია. კანონით დადგენილ ვადებში უსკოში პარტიული სიები არ წამოუდგენიათ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს: "სახალხო მოძრაობა", "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი" და "ხალხის პარტია", რის გამოც მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია. |
2012-09-05 5 სექტემბრის სხდომის შედეგები უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 5 სექტემბრის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვადასხვა ტექნიკური საკითხები განიხილა. კერძოდ, განკარგულებით დაამტკიცა საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმი და ბიულეტენის ბლოკნოტის თავფურცელის ფორმა და განკარგულებით მიიღო ასევე ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმა. |