21 საათზე უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ გამართა ბრიფინგი, რომელზეც საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის დასრულების შესახებ და გააცნო ამომრჩეველთა აქტივობა 20 საათისათვის. საქართველოს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 60,12%-მა მიიღო. კერძოდ: ბათუმი - 80009 - 59,73% , ქობულეთი - 34891 –57.54%, შუახევი - 9759 – 64,39%, ხელვაჩაური - 27771 – 59,60%, ხულო - 14748 – 60,85%, ქედა -11210 - 71,17%. სულ -183,338 – 60,12%.
არჩილ მიქელაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი სრული გამჭვირვალობის პირობებში და სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა რეგიონის მთელ ტერიტორიაზე.