უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 12.00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო. 12 საათისთვის საქართველოს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა აჭარის ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 23,3%-მა მიიღო. მოსახლეობის აქტივობა 12 საათის ოფიციალური მონაცემებით ასეთია: ბათუმი - 30,967 - 23% , ქობულეთი - 16,551 – 23%, შუახევი - 3,263 – 21,5%, ხელვაჩაური - 11,138 – 23,9%, ხულო - 5,194 – 21,4%, ქედა - 4,010 - 25%. სულ -71,123 – 23,3%
საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამ დროისათვის უხეში დარღვევები არც ერთ ოლქში არ დაფიქსირებულა.