აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 11 ნოემბრის სხდომაზე კომისიის წევრებმა ერთ ძირითად საკითხზე იმსჯელეს და დადგენილება მიიღეს.
დადგენილებით განისაზღვრა უბნებსა და ოლქებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების საკითხი. ეს იმ შემთხვევაში თუ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები არ ტარდება რომელიმე სხვა არჩევნებთან ერთად.
დადგენილება ასევე ვრცელდება კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ იმ მაჟორიტარულ ოლქში შემავალ ოლქებსა და უბნებზე (N73) დანიშნულ წარმომადგენლებზე, სადაც მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს (მაჟორიტარული სისტემით) არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
საუბარია მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ ქედის, შუახევისა და ხულოს 130 საუბნო და 3 საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ წარმომადგენლებზე. სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით.