აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 23 მაისის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე იმსჯელეს და დაამტკიცეს დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები უსკოს აპარატში შექმნილი ,,ინსტიტუციური განვითარების სამსახურის’’ უფროსისა და ორი სპეციალისტისათვის, ასევე განხორციელდა გარკვეული სახის ცვლილებები უსკოს საშტატო განრიგში. განკარგულება N 3