ამომრჩეველთა აქტივობა და საჩივრებთან დაკავშრებით ზოგადი ინფორმაცია ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანმა გააცნო. სოფიო კახაძის განცხადებით ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა. ჯამში უბნებზე დაწერილია დაახლოებით 40 საჩივარი, ოლქებში კი 8.
იყო პროცედურული ხასიათის დარღვევევბი, რომლებიც ძირითადად ადგილზევე აღმოიფხვრა. ბათუმის ერთ-ერთ უბანზე(76-ე უბანი) დაფიქსირდა შემთხვევა როცა ამომრჩეველმა ბიულეტენი ძირითადი ყუთის ნაცვლად, გადასატან ყუთში მოათავსა, რის გამოც გაბათილდა გადასატანი ყუთი, ანუ 7 ბიულეტენი. სხვადასხვა უბანზე იყო შემთხვევა, სადაც ხმის მიცემას მარკირებული მოქალაქეები ცდილობდნენ. თუმცა კომისიის წევრებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. დარღვევები ეხებოდა საკონტროლო ფურცლისა და სადემონსტრაციო ოქმების შევსების საკითხებს. არ დაფიქსირებულა არცერთი მნიშვნელოვანი დარღვევა.
ამომრჩეველთა აქტივობას 17 საათისთვის, შეგიძიათ გაეცნოთ უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე: http://usko.ge/?action=news_show&id=379