2020-08-18 18 აგვისტოს სხდომა დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით განსაზღვრა არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი. ცვლილების მიხედვით, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით მედიასაშუალებებს უკვე არასაარჩევნო პერიოდშიც ესაჭიროებათ აკრედიტაცია, რომლის მისაღებად, მედიასაშუალების ხელმძღვანელმა პირმა ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე შესრულებული განცხადება უნდა წარადგინოს უსკოს მდივნის სახელზე. |
2020-08-02 სამუშაო შეხვედრა: მედია რეგულაციები საარჩევნო პროცესის დროს - საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები 2020 წლის 31 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონში’’ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „მედია რეგულაციები საარჩევნო პროცესის დროს - საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები“ რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა განიხილეს არჩევნების მედია საშუალებების მიერ გაშუქების სხვადასხვა ასპექტი. შეხვედრა გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით. |
2020-07-22 ინფორმაცია პარტიათა რეგისტრაციის წესის შესახებ ინფორმაცია პარტიათა რეგისტრაციის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში აჭარის არ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც პარტიათა რეგისტრაცია განხორციელდება უკვე არჩევნების გამოცხადების დღიდან. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიამ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის არ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 35). |
2020-07-21 2020 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უსკოში პირველი პარტია დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 21 ივნისის განკარგულებით , უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობა’ |
2020-06-29 საარჩევნო ჟურნალი N1 უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან ,,საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში'' თანამშრომლობით გამოიცა ჟურნალი "არჩევნები და დემოკრატია" |
2020-05-25 25 მაისის სხდომა 25 მაისის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომაზე უსკოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით ეს თანამდებობა თორნიკე მჟავანაძემ დაიკავა. ამავე სხდომაზე კომისიამ განიხილა რამდენიმე პროცედურული საკითხი და მიიღო განკარგულებები. |
2020-04-24 საქველმოქმედო აქცია აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) კორონავირუსის პანდემიით (კოვიდ –19) გამოწვეული ვითარებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით სოციალური აქცია განახორციელა. საქველმოქედო ფონდი ,,იალქანის‘’ დახმარებით შეირჩა 10 ბენეფიციარი ოჯახი, რომელთაც გაეწიათ დახმარება. |
2020-04-18 უსკო გილოცავთ! უსკო გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! |
2020-03-24 განცხადება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტი ვითარების სტაბილიზაციამდე. დოკუმენტების გამოგზავნა და მიღება შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@sec.ge დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: მობ: 599 57 10 49; 593 36 22 20; 595 50 64 80. |
2019-12-25 2019 წლის შემაჯამებელი შეხვედრა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 25 დეკემბერს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიამ აპარატის თანამშრომლებთან ერთად, 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და განკარგულებებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის ხარჯთაღრიცხვა და უსკოს ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო უსკოს 2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვას, რომლის სტრატეგიულ პრიორიტეტებს წარმოადგენს უსკოს ინსტიტუციური გაძლიერება, რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ამომრჩეველთა ინფორმირება. |
2019-10-17 უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლები პოლონეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო (სეიმისა და სენატის) არჩევნებს დააკვირდნენ. |
2019-10-04 ტრენინგი შუახევის რაიონის საჯარო სკოლებისათვის 3 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ შუახევის რაიონის სკოლებში განხორციელდა. უსკოს ტრენერები ეწვივნენ დაბა შუახევის, სოფელ ხიჭაურისა და სოფელ ჭვანის საჯარო სკოლებს და მოსწავლეებს ესაუბრნენ არჩევნების სახეებისა და საქართველოს არჩევითი ორგანოების შესახებ, საარჩევნო პრინციპების, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ერთი ხმის მნიშვნელობის შესახებ. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა. |
2019-09-09 უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი ბრანდერბურგში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მაკა ლომაძე, ამავე დეპარტამენტის ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსი, რუსუდან ანანიაშვილი ლანდტაგის პრეზიდენტის მიწვევით ბრანდერბურგის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებს დააკვირდნენ. |
2019-06-14 14 ივნისის სხდომა უმაღლესი საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით მიიღო უსკოს 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის 2019-2020 წლების სტრატეგიული გეგმის საფუძველზე შემუშავდა. |
2019-05-29 უსკოს ვიზიტი ბელგიაში მიმდინარე წლის 23-26 მაისს უმაღლესი საარჩევნო კომისიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები ბელგიაში ევროპარლამენტის არჩევნებს დააკვირდნენ, სადაც ასევე პარალელურად გაიმართა ქვეყნის ფედერალური და ადგილობრივი არჩევნები. |
2019-05-22 უსკოს სტრატეგიული გეგმის მიღება აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2019-2020 წლების უსკოს სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, რომელიც დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით მიიღო. პროექტზე იმუშავა უსკოს სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით. მის შემადგენლობაში შევიდნენ როგორც უსკოს კომისიის წევრები, ასევე დეპარტამენტების ხელმძღვანელები და განყოფილების უფროსები. გეგმა ორ ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტს მოიცავს: ინსტიტუციური გაძლიერება და რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ამომრჩეველთა ინფორმირება. |
2019-05-03 უსკოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა უსკოს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობა დაიწყო უსკოს 2020–2024 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაზე. ამ მიზნით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც უსკოს წევრები და აპარატის თანამშრომლები შევიდნენ. |
2019-02-21 საინფორმაციო შეხვედრა 1919 წლის 14-16 თებერვალს დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა. 21 თებერვალს უსკოს წარმომადგენლები ბათუმის სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასს ეწვივნენ. უსკოს მდივანმა, სოფიო კახაძემ საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გამართა X-XI კლასის მოსწავლეებთან. |
2019-02-20 საიუბილეო კვირეული უსკოში 100 წლის წინ, 1919 წლის 14-16 თებერვალს დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები ბევრი ფაქტორის გამო იყო გამორჩეული: საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა ხმის მიცემის უფლებას აძლევდა ყველა მოქალაქეს, სქესისა და წარმომავლობის განურჩევლად. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს 5 ქალი, მაშინ როდესაც იმდროინდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. |
2019-02-07 არჩევნების საერთაშორისო დღე უსკოში 7 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით უსკოს ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციაში ღონისძიება გამართა. |