აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

1 სექტემბრის სხდომა
01 სექტემბერი 2020

31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ - მინისტრის თანახელმოწერით გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად. 1 სექტემბრიდან ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი და ამოქმედდა  რეგულაციები არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც დეტალურად გაიწერა ყველა ვადა და პროცედურა არჩევნების გამოცხადების დღიდან არჩევნების შედეგების სრულ შეჯამებამდე. ასევე განკარგულებით დადგინდა მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატებისთვის, რაც განისაზღვრა საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით. კომისიამ განკარგულებით მიანიჭა ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლება ორ სამედიცინო დაწესებულებას უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის. (სსიპ ,,ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტი და შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი’’).
ამავე სხდომაზე კომისიამ მიიღო დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ’’ და განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახეების დადგენის შესახებ.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016