დღევანდელ სხდომაზე უსკომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ უსკოს ახალი წევრი - ნოდარ მელაძე აირჩია. (განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ); ამავე სხდომაზე კომისიამ მიიღო შემდეგი განკარგულებები: ,, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე’’ და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნების საარჩევნო პერიოდში უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეების რაოდენობის შესახებ’’.