აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) კორონავირუსის პანდემიით (კოვიდ – 19) გამოწვეული ვითარებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით სოციალური აქცია განახორციელა. საქველმოქედო ფონდი ,,იალქანის‘’ დახმარებით შეირჩა 10 ბენეფიციარი ოჯახი, რომელთაც გაეწიათ დახმარება. უსკოს წარმომადგენლებმა ფონდის ხელმძღვანელთან ერთად, წესების სრული დაცვით, ამ ოჯახებს საკვები პროდუქტების პაკეტი გადასცა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.