2021-07-01 უსკომ წიგნის ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ (1888-2016) და საარჩევნო ჟურნალის პრეზენტაცია გამართა 1 ივლისს, სასტუმრო ,,რედისონში’’ უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ წიგნის ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ (1888-2016) და ჟურნალის ,,არჩევნები და დემოკრატია’’ პრეზენტაცია გამართა. ასევე გაიმართა ფოტო - გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო აჭარის არჩევნების სხვადასხვა პერიოდის ამსახველი საარქივო ფოტო-მასალა. ,,არჩევნების ისტორია აჭარაში’’ ბათუმის ქალაქის თვითმმართველობის 1888 წლის არჩევნებიდან 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აჭარის რეგიონში არჩევნების ისტორია 1988 წლიდან იღებს სათავეს, სწორედ 133 წლის წინ გაიმართა ბათუმის ქალაქის საბჭოს ხმოსნების პირველი არჩევნები. აღნიშნულ გამოცემაში წარმოდგენილია, როგორც ბათუმის საქალაქო არჩევნების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების შესახებ მასალები, თითოეული არჩევნების შესახებ მოკლე ისტორია, არჩევნების შედეგები და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სხვა მრავალი ინფორმაცია. |
2021-03-30 საარჩევნო ჟურნალი N4 უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში’’ თანამშრომლობით გამოიცა ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია“ მეოთხე ნომერი. |
2021-03-18 უსკოს ანგარიში 18 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე უსკოს თავმჯდომარემ - პარმენ ჯალაღონიამ წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ. |
2021-02-04 უსკო გილოცავთ არჩევნების საერთაშორისო დღეს ! არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. მისი ინიცირება მოხდა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (AჩEEEO) მიერ 2005 წლის სექტემბერში უნგრეთში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა - არჩევნების სფეროში მომუშავე ექსპერტებმა და საარჩევნო მოხელეებმა წამოაყენეს ინიციატივა დაეწესებინათ ყოველწლიური თარიღი, რომელიც მიეძღვნებოდა არჩევნებს. |
2020-12-28 28 დეკემბრის სხდომა 28 დეკემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და განკარგულებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2021 წლის ხარჯთაღრიცხვა. დღესვე კომისიამ მიიღო განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2021-2022 წლების სტრატეგიისა და 2021 წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ; |
2020-12-15 უსკოს თავმჯდომარემ მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები წარადგინა. პარმენ ჯალაღონიამ ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის თავმჯდომარეობისთვის საკანონმდებლო ორგანოს უხუცესი წევრი დავით თედორაძე მიიწვია, რომელიც სხდომას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა. |
2020-12-04 უსკომ 2020 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) დღეს გამართულ სხდომაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. |
2020-11-22 წინასწარი შედეგები შემაჯამებელი ოქმების მიხედვით დასრულდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა უსკოს ვებ - გვერდზე. უკვე დათვლილია 300 საარჩევნო უბნის შედეგები აჭარის ორი მაჟორიტარული ოლქისათვის. გთავაზობთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ოლქების მიხედვით. |
2020-11-21 კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ბრიფინგი 20:00 საათზე დასრულდა კენჭისყრის პროცედურა და დაიხურა 300-ვე საარჩევნო უბანი აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში. საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამომრჩევლთა აქტივობის შესახებ 20 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონში ორი მაჟორიტარული ოლქისათვის: |
2020-11-21 ბრიფინგი 9:00 საათზე 21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 28-ე ბათუმისა და 30 -ე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს, ყვითელს - აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერს - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის. |
2020-11-20 21 ნოემბერი - უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება |
2020-11-20 საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურისთვის აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. გარდა ამისა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. |
2020-11-19 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის დანიშვნის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ და 2020 წლის 20 ნოემბრის 13:00 საათისთვის საჩივრის განხილვის დანიშვნის შესახებ |
2020-11-19 ინფორმაცია მეორე ტურის შესახებ 2020 წლის 21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. |
2020-11-19 ინფორმაცია სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურისთვის აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში (N28, N30) სპეციალურ სიაში 1454 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. |
2020-11-17 განცხადება უმაღლესი საარჩევნო კომისია ეხმიანება საარჩევნო სუბიექტის ,,სახე პლიუსის ‘’ წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებას ტვ 25-ის ეთერით, რომელიც მიზნად ისახავს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიმართ. განვმარტავთ, რომ საარჩევნო სუბიექტის, „სახე+“ -ის თავმჯდომარემ, ედნარ ბაგრატიონმა განცხადებით მოგვმართა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს შემაჯამებელი ოქმების ასლების მოთხოვნით. კანონმდებლობის თანახმად დადგენილ ვადაში ჩვენს მიერ მიწოდებული იქნა საარჩევნო სუბიექტის მიერ მოთხოვნილი ოქმების ქსეროასლები (1010 გვერდი). |
2020-11-17 უსკო-ს შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი და განჩინება უსკო-ს შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი და განჩინება |
2020-11-16 ამომრჩეველთა საყურადღებოდ! 21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში (28-ე ბათუმის და 30-ე ხელვაჩაურის, ქედის,შუახევისა და ხულოს) უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. |
2020-11-15 უსკომ არჩევნების მეორე ტურისათვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 21 ნოემბერს გასამართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა. |
2020-11-14 14 ნოემბრის სხდომა დღეს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა და განკარგულებით 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტური დანიშნა, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის N-28 და N-30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. |