აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ერთობლივი ღონისძიება დისტანციურ ფორმატში გაიმართა. ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება - ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის ,,ჩემი ხმა დემოკრატიაში’’ და დისკუსია თემაზე ,,ახალგაზრდები ცვლილებისათვის’’.
შეხვედრას ევროპის საბჭოსა და უმაღლესი საარჩევნო კომისიიის წარმომადგენლები, ასევე, კონკურსში მონაწილე ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ღონისძიება გახსნეს: მაია ჯორჯიკიამ, პროექტის უფროსმა ოფიცერმა, არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილება, ევროპის საბჭო და პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
დისკუსიას თემაზე ,,ახალგაზრდები ცვლილებისათვის’’ ევროპის საბჭოს ექსპერტი დანიელ მოქსონი გაუძღვა. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების ხმის მიცემაზე, მათ როლზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის შემაფერხებელ გარემოებებზე.
უსკოსა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის „ჩემი ხმა დემოკრატიაში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 46 კონკურსანტს შორის საუკეთესოდ დასახელდა შემდეგი სამი ავტორი:
ლელა ჩხეტიანი - I ადგილი;
მაგდა შუშტაკიშვილი - II ადგილი;
მარიამ ღურცკაია - III ადგილი.
კონკურსი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში” ხელშეწყობით.
გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან პრიზებით. I ადგილი - 750 ლარის, II ადგილი 550 ლარის, III ადგილი 450 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათებით. გამარჯვებულ ავტორებს საშუალება ექნებათ საარჩევნო პერიოდში სტაჟირება გაიარონ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ასევე - მონაწილეობა მიიღონ უმაღლესი საარჩევნო კომისიის სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტში ,,ჩემი პირველი არჩევნები“. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს სიმბოლურ საჩუქრებს, ბრენდირებულ ნივთებს და წიგნებს გადასცემენ.