11 სექტემბერს, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ცესკოს წევრებთან ერთად უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა უმაღლეს საარჩევნო კომისიას ცესკოს განახლებული შემადგენლობა გააცნო. კომისიის წევრებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადების პროცესში უსკოს წევრების ჩართულობის საკითხი და ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე.