აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

17 სექტემბრის სხდომა
17 სექტემბერი 2020

17 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიამ საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის საკითხზე იმსჯელა და მიიღო დადგენილება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის  არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ. საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომერი განისაზღვრება არჩევნებამდე 30 დღით ადრე (1 ოქტომბერი) საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით (მუხლი 38¹), რადგანაც ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, უსკო დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებით წესს და ვადებს. ამ დადგენილების მიხედვით,  საარჩევნო სუბიექტს, რომელიც მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და ცესკოს მიერ მიენიჭა რიგითი ნომერი,  უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მიენიჭება იგივე რიგითი ნომერი. ხოლო იმ საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ მხოლოდ  უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, მათთვის რიგითი ნომრების მინიჭების მიზნით უსკოს ადმინისტრაციულ შენობაში  გაიმართება წილისყრა საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. მაგრამ თუ წილისყრაში მონაწილეობს მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტი, წილისყრა აღარ გაიმართება და რიგითი ნომერი მიენიჭება ავტომატურად.

უსკომ  დადგენილებით განსაზღვრა ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის  არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი  საარჩევნო პროცედურები და დააზუსტა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს.  საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების, სამართლებრივი აქტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის უსკოსათვის გადაცემა ელექტრონული ფორმით. 

სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსკომ შეიმუშავა და განკარგულებით მიიღო  2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ელექტრონული  ფორმით წარმოდგენის წესი (გარდა უსკოში წარსადგენი პარტიული სიებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა). ამით არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა უსკოში წარადგინონ დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) ელექტრონული წესით, უსკოს ოფიციალური ელ-ფოსტის მისამართზე: info@sec.ge

ამავე სხდომაზე კომისიამ მიიღო   განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო საბუთების სახეების დადგენის შესახებ და  განკარგულება - საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ. კომისიამ დაადგინა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებზე და კომისიის წევრებზე ყოველთვიურად გაიცეს თანამდებობრივი სარგო ცესკოს მიერ გათვალისწინებული სარგოს 50%-ის ოდენობით არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016