აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

18 აგვისტოს სხდომა
18 აგვისტო 2020

დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით განსაზღვრა არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი. ცვლილების მიხედვით, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით მედიასაშუალებებს უკვე არასაარჩევნო პერიოდშიც ესაჭიროებათ აკრედიტაცია, რომლის მისაღებად, მედიასაშუალების ხელმძღვანელმა პირმა ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე შესრულებული განცხადება უნდა წარადგინოს უსკოს მდივნის სახელზე. განცხადებას უნდა დაერთოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, უსკოში განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მედიასაშუალების სააგენტოში რეგისტრაციის შესახებ, ხოლო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს განცხადების ხელმომწერი პირის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აკრედიტაციის მოწმობების გაცემას უსკოში უზრუნველყოფს უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. ასევე კომისიამ განკარგულებით მიიღო - არასაარჩევნო პერიოდში პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრედიტაციის დამატასტურებელი მოწმობის ფორმა. ამავე სხდომაზე განკარგულებით დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სტრუქტურა, დადგენილებებით დაზუსტდა „მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესი’’ და განისაზღვრა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხები. გარკვეული ცვლილებები შევიდა ასევე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო საბუთების სახეების დადგენის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისის 2020 წლის 10 ივლისის №5 განკარგულებით დამტკიცებულ დანართში.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016