აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

27 ივნისის სხდომა
27 ივნისი 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 27 ივნისის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე იმსჯელეს და ცვლილებები შეიტანეს უსკოს რეგლამენტში, კერძოდ სახელწოდებები შეეცვალა უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში არსებულ სამსახურებს და ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით: ა) საოქმო სარეგისტრაციო სამსახური; ბ) იურიდიული სამსახური; გ) საარჩევნო პროცესების მართვის სამსახური; დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ზ) ინსტიტუციური განვითარების სამსახური.ასევე დამატებითი უფლებამოსილებები განისაზღვრა ცალკეული სამსახურებისათვის. შედეგად კომისიამ მიიღო დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის N4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ’’.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016