აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია კონკურსის შესახებ
20 ივნისი 2017

2017 წლის 18 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე (ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი,ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტი) გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი ტესტირება,რომელიც ელექტრონული ფორმით ჩატარდა. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 48 კონკურსანტმა. მათ შორის მესამე,გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 17 კანდიდატი.
გთავაზობთ გადალახულ კანდიდატთა სიას.
თითოეულ კანდიდატს შესაძლებლობა აქვს თავისი ნაშრომი იხილოს შემდეგ ლინკზე:www.usko.ge
კონკურსის მესამე ეტაპი - გასაუბრება გაიმართება 2017 წლის 22 ივნისს,მისამართზე:ქ.ბათუმი,გოგებაშვილის ქუჩა N-2,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა.
გასაუბრების დრო:
10:00 საათზე - გასაუბრება მოწვეულ ინგლისური ენის სპეციალისტთან.(კონკურსანტებისათვის ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსისა და მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე);
10:30 წუთი - გასაუბრება კონკურსანტებთან ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსისა და მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე;
13:00 საათზე - გასაუბრება კონკურსანტებთან ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.
აღნიშნულის შესახებ თითოეულ კანდიდატს დამატებით ეცნობება პირადი ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

კონკურსის მეორე ეტაპზე-ტესტირებაზე ქულათა რაოდენობა ჯამდება შემდეგი წესით:კონკურსანტი,რომელიც მოცემული 50 ტესტური დავალებიდან გადალახავს მინიმალურ,გამსვლელ ზღვარს,ანუ 35 ტესტზე გასცემს სწორ პასუხს,ტესტირების მე-2 ეტაპზე საბოლოო შეფასება იქნება:კონკურსანტის მიერ ნაჩვენები დადებითი შედეგების (ტესტირებისას მიღებული ქულების) მეათედი ნაწილი, რომელიც გამრავლდება 2 - ზე მაგ:თუ კონკურსანტი მიიღებს 45 ქულას,მას მეორე ეტაპის საბოლოო შეფასებად ჩაეთვლება 4,5X2=9.0 ქულა.
კონკურსის მესამე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილე კონკურსანტი ფასდება 10 ბალიანი ქულით.

ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს უსკოს საკონკურსო საატესტაციო კომისია.დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:მობ:599-75-15-57 ნერვისტან ფაღავა (საკონკურსო საატესტაციო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი).

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016