აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოში სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
22 სექტემბერი 2024

დღევანდელ სხდომაზე უსკომ განკარგულებით რეგისტრაციაში გაატარა სამი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა საარჩევნო პროცესის დასაკვირვებლად აჭარის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში შემდეგ ორგანიზაციებს:
1.ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ,,მშვიდობა, თანადგომა, სოლიდარობა’’;
2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ,,ქალის როლი საზოგადოებისთვის’’;
3.ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო’’.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უმაღლეს საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მომართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (16 ოქტომბერი), ხოლო საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა (19 ოქტომბერი). ასევე დამკვირვებლად რეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა კენჭისყრამდე 5 დღით ადრე (21 ოქტომბერი) უნდა უზრუნველყონ დამკვირვებელთა სიის წარდგენა უსკოში.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებლებს ავტომატურად აქვთ უფლება დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს აჭარაში მოქმედ ოლქებსა და უბნებში, უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების მიზნით კი, რეგისტრირებისთვის უნდა მომართონ უსკოს.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად. უმაღლეს საბჭოში, პროპორციული წესით 21 წევრი აირჩევა .

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016