აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოში უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის განაცხადების წარდგენა დასრულდა
30 აგვისტო 2024

2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის უსკოში განაცხადების წარდგენის პროცესი დასრულდა. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით  რეგისტრირებულია 7 პოლიტიკური პარტია, 6 პარტიის დოკუმენტაცია განხილვის პროცესშია, ერთს კი მიეცა ვადა საბუთების სრულყოფისათვის. რეგისტრაციის პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება.
რეგისტრირებული პარტიები:
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კი ევროპას-სტრატეგია აღმაშენებელი“ (შემოკლებული დასახელება: „კი ევროპას“);
2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნა“, საარჩევნო სახელწოდებით: ,,ტრიბუნა’’;
3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (შემოკლებული დასახელება: მპგ „ქართული ოცნება“) საარჩევნო სახელწოდებით: ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’;
4. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სახელწოდებით: „გახარია საქართველოსთვის“;
5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „გირჩი“) საარჩევნო სახელწოდებით: გირჩი;
6. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, საარჩევნო სახელწოდებით: „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
7. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ - საარჩევნო სახელწოდება „ევროპელი დემოკრატები“.
26 სექტემბრისთვის (ბოლო ვადა) პოლიტიკურმა სუბიექტებმა უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინონ პარტიული სიები, რომლის შემდგომაც იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი.
პოლიტიკურ პარტიებს შევახსენებთ, რომ პარტიულ სიას უნდა ერთოდეს თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016