აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა
26 სექტემბერი 2024

2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა. ბოლო მონაცემებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 14 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 11-მა. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ იმ პარტიებს, რომლებმაც არ წარმოადგინეს პარტიული სიები, თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდებათ რეგისტრაცია.

პარტიული სია წარმოადგინეს შემდეგმა პარტიებმა:
,,გირჩი’’, ,,ევროპელი დემოკრატები’’, ,,ტრიბუნა’’, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’, ,,გახარია საქართველოსთვის’’, ,,თავისუფალი საქართველო’’, ,,ძლიერი საქართველო -ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის’’, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’, ,,კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა’’, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა’’ და ,,ჩვენი გაერთიანებული საქართველო’’.
პარტიული სიების წარდგენის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი. უსკოს შესაბამისი სამსახური ამოწმებს პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას და დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა (1 ოქტომბერს) გაატარებს პარტიულ სიას რეგისტრაციაში, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი 3-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
პარტიულ სიებთან დაკავშირებული პროცედურები საბოლოოდ 6 ოქტომბერს დასრულდება. 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016