აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

18 სექტემბრის სხდომა
18 სექტემბერი 2024

დღევანდელ სხდომაზე უსკომ განკარგულებით განსაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურება. საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან (26 სექტემბერი), შესაბამისად, საარჩევნო უბნების წევრთა უფლებამოსილებების მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ხელმძღვანელ პირებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან, რომელიც განსაზღვრულია ცესკოს განკარგულებების თანახმად. უმაღლესი საარჩევნო კომისია კი დამატებით გასცემს აჭარის ტერიტორიაზე შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებზე ცესკოს მიერ გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 50 % -ის ოდენობას.
ამავე სხდომაზე უსკომ მიიღო განკარგულება საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საწვავის ლიმიტისათვის ხარჯების გამოყოფის შესახებ 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების განსახორციელებლად და ასევე განკარგულებით განსაზღვრა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის აღების ვადა უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის. უსკოში პარტიულ სიასთან ერთად წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა უნდა იყოს გაცემული პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადამდე (26 სექტემბერი) 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016