აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

მედიის განვითარება და არჩევნების გაშუქება
28 ივლისი 2024

2024 წლის 27 ივლისს, უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სვეტისლავ პაუნოვიჩმა გახსნეს. შეხვედრას მოდერაციას საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების, საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს, ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი, მაია ჯორჯიკია უწევდა.
მიუკერძოებელი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობის, საარჩევნო კომუნიკაციისა და საარჩევნო კამპანიების მედია გაშუქების შესახებ ევროპის საბჭოს რეკომენდაციებზე ევროპის საბჭოს ექსპერტმა, რასტო კუზელმა ისაუბრა. კითხვა-პასუხის რეჟიმში ასევე განხილულ იქნა საკითხთან დაკავშირებული ეთიკური მოსაზრებები და საინფორმაციო საარჩევნო გარემო.
ევროპის საბჭოს ექსპერტი, მამუკა ანდღულაძე მონაწილეებს დებატებისა და ახალი ამბების გაშუქების, პოლიტიკური რეკლამის განთავსებისა და ეგზიტპოლის შედეგების მარეგულირებელი წესების შესახებ ესაუბრა. სესია ასევე შეეხო მედიის როლს წინასაარჩევნო კამპანიის დეზინფორმაციული გამოწვევების ფონზე.

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016