აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

1 სექტემბრის სხდომა
01 სექტემბერი 2024

დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ მიღო განკარგულება. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა (1 სექტემბერი) საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. რადგანაც ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, უსკო დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებით წესს და ვადებს. კომისიამ ამა წლის 28 აგვისტოს მიღებული დადგენილებით უკვე განსაზღვრა რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესი უმაღლესი საბჭოს 26 ოქტომბრის არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისათვის. ამ დადგენილების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტს, რომელიც მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და ცესკოს მიერ მიენიჭა რიგითი ნომერი, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მიენიჭება იგივე რიგითი ნომერი. (განკარგულება N-16).
გარდა ამისა, კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. უსკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის განკარგულებით დაადგინა ზოგიერთი საარჩევნო საბუთების სახეები და ასევე დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის მოწმობის ფორმა.
6 სექტემბერს სრულდება საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადა. ამ დროისათვის უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით რეგისტრირებულია 14 პოლიტიკური პარტია. 26 სექტემბრისთვის (ბოლო ვადა) პოლიტიკურმა სუბიექტებმა უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინონ პარტიული სიები, რომლის შემდგომაც იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი.
პოლიტიკურ პარტიებს შევახსენებთ, რომ პარტიულ სიას უნდა ერთოდეს თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. აღნიშნული დოკუმენტების ფორმების მიღება შესაძლებელია უსკოს ვებგვერდის მეშვეობით ან გამოცხადდით უმაღლესი საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში (ბათუმი, გოგებაშვილის N2).

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016