აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საინფორმაციო შეხვედრა საარჩევნო სიახლეების და ტექნოლოგიების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებთან
27 სექტემბერი 2024

საარჩევნო ადმინისტრაციის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 25 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელთან ერთად და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიება აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის - IFES საქართველოს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის მენეჯერმა, მირანდა ტყაბლაძემ გახსნეს. ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, სოფიო სიჭინავამ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ გამართა პრეზენტაცია და ყურადღება გაამახვილა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ბოლოს, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად სურმანიძემ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისათვის ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა გამართა. უსინათლო ამომრჩევლებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016