უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური კამპანიის ანალიტიკოსს, რობერტ ბისტრიცკის შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში.