აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

შეხვედრა სტუდენტებთან
11 ივლისი 2024

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას. დღეს უსკომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა სტუდენტური პროექტის „ვიზიტი სახელმწიფო უწყებებში“ ფარგლებში. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია უსკოს საქმიანობის შესახებ, ასევე ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართ არჩევნებზე, სადაც პირველად მთელს საქართველოში საარჩევნო პროცესში გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები. შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა საარჩევნო პროცესში და მათი მონაწილეობის აუცილებლობა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში.
უსკოს წევრმა ირაკლი გვარჯალაძემ სტუდენტებისთვის ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების დემონსტრაცია მოაწყო. შეხვედრის ბოლოს კი გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016