აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document


28 ოქტომბერი 2026

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაცია სერბეთის რესპუბლიკაში 2026 წლის 25 ოქტომბერს გამართულ ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ცესკოს წევრები გიორგი ჭიქაბერიძე და დიმიტრი ჯავახაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარე პაატა კეშელავა და უსკოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნესტან ნაკაშიძე
01 ოქტომბერი 2026
1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს, 100 წლის თამარ გორჯელაძეს ესტუმრნენ და აღნიშნული დღე მიულოცეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა, თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე.
21 სექტემბერი 2026

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ორგანიზებით 18–20 სექტემბერს, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მოწვევით ღონისძიებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარე პაატა კეშელავა და წევრი ციალა შავაძე მონაწილეობდნენ.
წარმომადგენლის რეგისტრაცია
დამკვირვებელთა რეგისტრაცია
პრესის აკრედიტაცია
საჩივრების რეესტრი
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016