აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2023-12-26
სამუშაო შეხვედრა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც 23-24 დეკემბერს ცესკოს ორგანიზებით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFEშ) მხარდაჭერით კახეთის რეგიონში გაიმართა.

2023-12-13
სამუშაო შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ქალი წარმომადგენლებისათვის
2023 წლის 12-13 დეკემბერს, ბათუმში, უმაღლესი საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს პროექტ „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა თემაზე “ მეტი ქალი გადაწყვეტილების მიღების პროცესში” გაიმართა. ღონისძიებას აჭარის რეგიონში მცხოვრები პოლიტიკური პარტიების ქალი წარმომადგენლები ესწრებოდნენ

2023-10-17
ტრენინგი - ,,უსკოს ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების განვითარება'
16-17 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ორგანიზაციის და ადამიანური რესურსების განვითარებისთვის ტრენინგი გაიმართა. სწავლებაში უსკოს წევრები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

2023-07-03
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში, მოლიზეს რეგიონის ადგილობრივ არჩევნებზე
2023 წლის 25-26 ივნისს, იტალიის რესპუბლიკაში, მოლიზეს რეგიონში გამართულ რეგიონალურ არჩევნებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ქალაქ კამპობასოში დააკვირდნენ.

2023-06-30
სამუშაო შეხვედრა ,,დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო”
29-30 ივნისს, ბათუმში, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, ევროპის საბჭოსთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო” გამართა

2023-06-17
კონფერენცია რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე
მედიასთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „მედიის განვითარება და საარჩევნო პროცესების გაშუქების ახალი მიდგომები“ გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ორგანიზებით, ევროპის საბჭოს (CoE) პროგრამის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა.

2023-06-01
უსკოს თავმჯდომარის ვიზიტი ალბანეთის რესპუბლიკაში
14 მაისს ალბანეთის რესპუბლიკაში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ცესკოს წარმომადგენლები და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დააკვირდნენ.

2023-02-13
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი უსკოში
10 თებერვალს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეებმა გახსნეს.

2023-02-08
ღია კარის დღე უსკოში
უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს. 6 თებერვალს უსკომ არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

2022-12-13
სასწავლო-საინფორმაციო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სასწავლო -საინფორმაციო პროექტი „ჩემი პირველი არჩევნები“ განაახლა.

2022-12-11
კონფერენცია ,,შშმ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში’’
10 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო შერატონში გაიმართა.

2022-11-18
განახლებული პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადებული პროექტით ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ უსკომ ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრები განაახლა. 18 ნოემბერს უსკოს ტრენერები ბათუმის N4 და N8 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

2022-10-10
ახალი წევრები უსკოში
10 ოქტომბრის სხდომაზე უმაღლესი საარჩევნო კომისია სამ ახალ წევრთან ერთად შეიკრიბა.

2022-05-17
ტრენერთა ტრენინგი ,,იაზროვნე და ხმა მიეცი ჩარჩოებს მიღმა’’
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის თანამშრომლობით ტრენერთა ტრენინგი ,,იაზროვნე და ხმა მიეცი ჩარჩოებს მიღმა’’ დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმში გაიმართა.

2022-03-22
ბათუმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები გაიმართა
საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლის მიზნით იმიტირებული კენჭისყრა ჩაატარა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკოსა და უსკოს) ხელმძღვანელები და წარმომადგენელი პირები არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად დააკვირდნენ

2021-12-28
უსკოს სხდომა
28 დეკემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.

2021-12-21
ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება და დისკუსია თემაზე ,,ახალგაზრდები ცვლილებისათვის’’
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ერთობლივი ღონისძიება დისტანციურ ფორმატში გაიმართა. ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება - ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის ,,ჩემი ხმა დემოკრატიაში’’ და დისკუსია თემაზე ,,ახალგაზრდები ცვლილებისათვის’’.

2021-11-01
ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის
ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის „ჩემი ხმა დემოკრატიაში“ ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია იწვევენ 18 - 25 წლის ასაკის ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ ესსეების კონკურსში, თემაზე - „ჩემი ხმა დემოკრატიაში“.

2021-10-20
საარჩევნო ჟურნალი N6
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში’’ თანამშრომლობით გამოიცა ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია“ მეექვსე ნომერი

2021-09-12
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვიზიტი უსკოში
11 სექტემბერს, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ცესკოს წევრებთან ერთად უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა.

4/25 «პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016