აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

Untitled Document
ინფორმაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავისუფალია სხვა სახელმწიფო ორგანოების ზეგავლენისგან და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და რეგლამენტით. 

უმაღლესი საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომზადებასა და გამართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას.
უსკო ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;
არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატი, რომლის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობითა და რეგლამენტით.

უსკოს ხელმძღვანელი პირები არიან:

- უსკოს თავმჯდომარე;
- თავმჯდომარის მოადგილე;
- კომისიის მდივანი.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში შექმნილია შემდეგი დეპარტამენტები:

- საოქმო სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი;
- იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
- ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
- საფინანსო საბიუჯეტო დეპარტამენტი.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ მიღებულ იქნა 2004 წლის 22 მაისს. ამავე წელს(2004წ.) კანონის შესაბამისად ჩამოყალიბდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია.ჩამოყალიბებიდან დღემდე რეგიონის საარჩევნო ადმინისტრაციამ გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 5 არჩევნები (2004წ, 2008წ, 2012წ, 2016წ 2020წ.)

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016