აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა.