აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ბათუმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები გაიმართა
22 მარტი 2022

 

საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლის მიზნით იმიტირებული კენჭისყრა ჩაატარა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკოსა და უსკოს) ხელმძღვანელები და წარმომადგენელი პირები არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად დააკვირდნენ. იმიტირებული კენჭისყრა ბათუმის ორ საარჩევნო უბანზე გაიმართა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს ქალაქ ბათუმში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ბათუმში გახსნილ 14 საარჩევნო უბანზე საპილოტე რეჟიმში დაგეგმილია ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელება.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016