აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2020-09-05
უსკოში უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის განაცხადების წარდგენა დასრულდა
2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის უსკოში განაცხადების წარდგენის პროცესი დასრულდა. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 20-მა პარტიამ გაიარა, 6 პარტიის დოკუმენტაცია კი ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია. რეგისტრაციის პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება.

2020-09-02
ინფორმაცია
ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის თანახმად (მუხლი 39), აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო სუბიექტმა (უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეულმა კანდიდატმა) არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა პარტიულ სიასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. უსკომ განკარგულებით განსაზღვრა ორი სამედიცინო დაწესებულება, სადაც უნდა განხორციელდეს კანდიდატების შემოწმება:

2020-09-01
1 სექტემბრის სხდომა
31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ - მინისტრის თანახელმოწერით გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად. 1 სექტემბრიდან ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი და ამოქმედდა რეგულაციები არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის.

2020-08-31
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 31 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N31 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ

2020-08-27
27 აგვისტოს სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უსკომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ უსკოს ახალი წევრი - ნოდარ მელაძე აირჩია.

2020-08-18
18 აგვისტოს სხდომა
დღევანდელ სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით განსაზღვრა არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი. ცვლილების მიხედვით, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით მედიასაშუალებებს უკვე არასაარჩევნო პერიოდშიც ესაჭიროებათ აკრედიტაცია, რომლის მისაღებად, მედიასაშუალების ხელმძღვანელმა პირმა ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე შესრულებული განცხადება უნდა წარადგინოს უსკოს მდივნის სახელზე.

2020-08-02
სამუშაო შეხვედრა: მედია რეგულაციები საარჩევნო პროცესის დროს - საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები
2020 წლის 31 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონში’’ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „მედია რეგულაციები საარჩევნო პროცესის დროს - საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები“ რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა განიხილეს არჩევნების მედია საშუალებების მიერ გაშუქების სხვადასხვა ასპექტი. შეხვედრა გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით.

2020-07-22
ინფორმაცია პარტიათა რეგისტრაციის წესის შესახებ
ინფორმაცია პარტიათა რეგისტრაციის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში აჭარის არ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც პარტიათა რეგისტრაცია განხორციელდება უკვე არჩევნების გამოცხადების დღიდან. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიამ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის არ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 35).

2020-07-21
2020 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უსკოში პირველი პარტია დარეგისტრირდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 21 ივნისის განკარგულებით , უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობა’

2020-06-29
საარჩევნო ჟურნალი N1
უმაღლესი საარჩევნო კომისიის ევროპის საბჭოს პროექტთან ,,საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში'' თანამშრომლობით გამოიცა ჟურნალი "არჩევნები და დემოკრატია"

2020-05-25
25 მაისის სხდომა
25 მაისის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომაზე უსკოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით ეს თანამდებობა თორნიკე მჟავანაძემ დაიკავა. ამავე სხდომაზე კომისიამ განიხილა რამდენიმე პროცედურული საკითხი და მიიღო განკარგულებები.

2020-04-24
საქველმოქმედო აქცია
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) კორონავირუსის პანდემიით (კოვიდ –19) გამოწვეული ვითარებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით სოციალური აქცია განახორციელა. საქველმოქედო ფონდი ,,იალქანის‘’ დახმარებით შეირჩა 10 ბენეფიციარი ოჯახი, რომელთაც გაეწიათ დახმარება.

2020-04-18
უსკო გილოცავთ!
უსკო გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

2020-03-24
განცხადება
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტი ვითარების სტაბილიზაციამდე. დოკუმენტების გამოგზავნა და მიღება შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@sec.ge დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: მობ: 599 57 10 49; 593 36 22 20; 595 50 64 80.

2019-12-25
2019 წლის შემაჯამებელი შეხვედრა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში
25 დეკემბერს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიამ აპარატის თანამშრომლებთან ერთად, 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და განკარგულებებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2020 წლის ხარჯთაღრიცხვა და უსკოს ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო უსკოს 2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვას, რომლის სტრატეგიულ პრიორიტეტებს წარმოადგენს უსკოს ინსტიტუციური გაძლიერება, რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ამომრჩეველთა ინფორმირება.

2019-10-17
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლები პოლონეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო (სეიმისა და სენატის) არჩევნებს დააკვირდნენ.

2019-10-04
ტრენინგი შუახევის რაიონის საჯარო სკოლებისათვის
3 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ შუახევის რაიონის სკოლებში განხორციელდა. უსკოს ტრენერები ეწვივნენ დაბა შუახევის, სოფელ ხიჭაურისა და სოფელ ჭვანის საჯარო სკოლებს და მოსწავლეებს ესაუბრნენ არჩევნების სახეებისა და საქართველოს არჩევითი ორგანოების შესახებ, საარჩევნო პრინციპების, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ერთი ხმის მნიშვნელობის შესახებ. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა.

2019-09-09
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი ბრანდერბურგში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მაკა ლომაძე, ამავე დეპარტამენტის ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსი, რუსუდან ანანიაშვილი ლანდტაგის პრეზიდენტის მიწვევით ბრანდერბურგის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებს დააკვირდნენ.

2019-06-14
14 ივნისის სხდომა
უმაღლესი საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განკარგულებით მიიღო უსკოს 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის 2019-2020 წლების სტრატეგიული გეგმის საფუძველზე შემუშავდა.

2019-05-29
უსკოს ვიზიტი ბელგიაში
მიმდინარე წლის 23-26 მაისს უმაღლესი საარჩევნო კომისიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები ბელგიაში ევროპარლამენტის არჩევნებს დააკვირდნენ, სადაც ასევე პარალელურად გაიმართა ქვეყნის ფედერალური და ადგილობრივი არჩევნები.

5/22 «პირველი 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016