აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2016-09-06
უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა
6 სექტემბრის სხდომაზე, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების პარალელურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, მიენიჭათ იგივე რიგითი ნომრები, რაც მათ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიანიჭა.

2016-09-05
კონკურსი უსკოში
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების ვაკანტურ პოზიციებზე.

2016-09-05
5 სექტემბრის სხდომის შედეგები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომაზე, წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.

2016-09-04
საარჩევნო უბნების მისამართები
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის აჭარაში ჯამში 347 უბანი გაიხსნება. 8 სექტემბერს ბათუმის სამ მაჟორიტარულ ოლქში (N68, N69, N70 ) 119 საუბნო საარჩევნო კომისია დაიწყებს მუშაობას.

2016-09-03
უსკოს თავმჯდომარემ პ/გ „კვარაცხელია - სოციალისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ნეიტრალური საქართველო,“ სახელწოდებით - „კვარაცხელია - სოციალისტები“ რეგისტრაცია გაუუქმა. 2016 წლის 12 აგვისტოს უსკოს თავმჯდომარის N20 განკარგულების ბათილად ცნობას წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება, რითაც „კვარაცხელია - სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ რეგისტრაციაში გატარების ერთ ერთი საფუძველი ბათილად იქნა ცნობილი.

2016-09-02
2 სექტემბრის სხდომის შედეგები
2 სექტემბრის სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა ორ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.ცვლილება შევიდა ღონისძიებათა გრაფიკში,ასევე დარეგისტრირდა ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დამკვირვებლის სტატუსით.

2016-08-29
29 აგვისტოს სხდომის შედეგები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი.

2016-08-29
IRI-ს დამკვირვებლები უსკოში
უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯოდომარემ აჭარის საარჩევნო კანონში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“(IRI) დამკვირვებლებს მიაწოდა.

2016-08-26
საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის განაცხადის შეტანის ვადა ამოიწურა
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის განაცხადის შეტანის ვადა ამოიწურა. კომისიას 5 სხვადასხვა ბლოკის შექმნის მიზნით ჯამში 11-მა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა.

2016-08-25
საიას საჩივრის განხილვა
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ბათუმის 79-ე ოლქის გადაწყვეტილება, საიას საჩივართან დაკავშირებით, ძალაში დატოვა. საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის 8 წევრმა.

2016-08-24
24 აგვისტოს სხდომის შედეგები
24 აგვისტოს სხდომაზე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა რამდენიმე პროცედურულ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ. დადგენილებით უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლების ოლქებსა და უბნებში (საჭიროების შემთხვევაში) სხდომებზე დასწრების უფლება განესაზღვრა.

2016-08-19
უსკოს თავმჯდომარემ პ/გ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 19 აგვისტოს განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 24 ივნისის N3 განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა.

2016-08-16
16 აგვისტოს სხდომის შედეგები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 16 აგვისტოს სხდომაზე კომისიის წევრებმა ორ ძირითად საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის საწვავის ლიმიტისთვის ხარჯების გამოყოფის შესახებ განკარგულებასა და საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2016-08-12
საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია დასრულდა
დღეს, 12 აგვისტოს, 18.00 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განაცხადების შემოტანის ვადა ამოიწურა. საარჩევნო ადმინისტრაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის სულ 28 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციაში შევიდა ორი ისეთი პოლიტიკური პარტიის განცხადებაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შესაბამისად მათ 19 აგვისტომდე უსკოში 3000 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარადგინონ.

2016-08-09
9 აგვისტოს სხდომა

2016-08-09
უსკომ საიას საჩივარზე იმსჯელა

2016-08-04
საიას განცხადებას უსკო ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიას გადაუგზავნის

2016-08-04
4 აგვისტოს სხდომა

2016-08-03
IRI-ს საერთაშორისო დამკვირვებლები უსკოში

2016-08-01
შეხვედრა ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომიასიაში

11/22 «პირველი 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016