აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკომ 2016 წლის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
17 ნოემბერი 2016

  17 ნოემბრის სხდომაზე აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამეს.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 308 506, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. 8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 4-მა საარჩევნო სუბიექტმა, ესენია: „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა;“(1 მანდატი); ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (5 მანდატი); „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“(1 მანდატი); „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(8 მანდატი).
რაც შეეხება მეორე ტურს, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 37%-მა, ანუ 114 202-მა ამომრჩეველმა. მეორე ტური ჩატარდა აჭარაში არსებულ ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, ექვსივე შემთხვევაში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით საბჭოს 21 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
პროპორციული სისტემით:
1. ცინცქილაძე გიორგი - „დემოკრატიული მოძრაობა, ერთიანი საქართველო;“
2. ვარშალომიძე ლევან - მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
3. ზამბახიძე პეტრე - მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
4. აბულაძე გია - მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
5. დიასამიძე გიორგი - მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
6. ბაგრატიონი ელგუჯა - მპგ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
7. თარხან-მოურავი დავით - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;“
8. გაბაიძე დავითი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
9. ჭეიშვილი ირაკლი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
10. ანანიძე ცოტნე - უპარტიო;
11. თედორაძე დავითი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
12. მგალობლიშვილი ვლადიმერი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
13. ბაციკაძე დავით - „საქართველოს კონსერვატიული პარტია;“
14. ჩხეტია ნინო - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
15. მანველიძე გიორგი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;“
მაჟორიტარული სისტემით:
16. წულაძე ვახტანგ -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი);
17. ვერძაძე ილია -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქი);
18. სურმანიძე ნუგზარ -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი);
19. რომანაძე გიორგი -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი);
20. კარანაძე მერაბ -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი);
21. შარაშიძე ხვიჩა -„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“(ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი);

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016