აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

სამუშაო შეხვედრები უსკოში
02 მარტი 2017

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია კომისიის წევრებთან პერიოდულ სამუშაო შეხვედრებს მართავს, რომელსაც აპარატის სხვა წევრებიც ესწრებიან. დღეს უსკოში რიგით მეხუთე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ უსკოს თავმჯდომარე კომისიის წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად განიხილავს. ცვლილებების პაკეტის, რეკომენდაციების მომზადების აუცილებლობა კანონში არსებული ხარვეზებით, ასევე შეუსაბამობებითაა გამოწვეული. დღეს სამუშაო ჯგუფმა კანონის მესამე თავის საკანონმდებლო პროცედურების დეტალური განხილვა დაასრულა. კანონის მუხლობრივი განხილვის და დამუშავების შემდეგ, მომზადდება სამუშაო ვერსია ცვლილებათა პროექტისა, რომელსაც უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს შესაბამის კომისიას წარუდგენს.
უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია მიიჩნევს, რომ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, აუცილებელია კონსულტაციის გავლა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებთან.

 

 

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016