აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

11 ნოემბრის სხდომა
11 ნოემბერი 2016

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 11 ნოემბრის სხდომაზე კომისიის წევრებმა  ერთ ძირითად საკითხზე იმსჯელეს და დადგენილება მიიღეს. 

დადგენილებით განისაზღვრა უბნებსა და ოლქებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების საკითხი. ეს იმ შემთხვევაში თუ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები არ ტარდება რომელიმე სხვა არჩევნებთან ერთად. 

დადგენილება ასევე ვრცელდება კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ იმ მაჟორიტარულ ოლქში შემავალ ოლქებსა და უბნებზე (N73) დანიშნულ წარმომადგენლებზე, სადაც მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს (მაჟორიტარული სისტემით) არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

საუბარია მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ ქედის, შუახევისა და ხულოს 130 საუბნო და 3 საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ წარმომადგენლებზე. სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით. 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016