10 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო შერატონში გაიმართა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადებული პროექტით ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ უსკომ ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრები განაახლა. 18 ნოემბერს უსკოს ტრენერები ბათუმის N4 და N8 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.