აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია


ქარ / ENG
 Untitled Document

29 სექტემბრის სხდომა
29 სექტემბერი 2024

დღევანდელ სხდომაზე უსკომ განკარგულებით გაატარა რეგისტრაციაში ორი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია.   საარჩევნო პროცესის დასაკვირვებლად, აჭარის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა ორგანიზაციებს: ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი’’ და ,,პროფესიონალი’’.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უმაღლეს საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მომართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (16 ოქტომბერი), ხოლო საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა (19 ოქტომბერი). ასევე დამკვირვებლად რეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა კენჭისყრამდე 5 დღით ადრე (21 ოქტომბერი) უნდა უზრუნველყონ დამკვირვებელთა სიის წარდგენა უსკოში.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებლებს ავტომატურად აქვთ უფლება დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს აჭარაში მოქმედ ოლქებსა და უბნებში, უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების მიზნით კი, რეგისტრირებისთვის უნდა მომართონ უსკოს.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად. აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლები, ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მისაცემად მიიღებენ ერთ ბიულეტენს, რომელზეც დატანილი იქნება პოლიტიკური სუბიექტები ორ სვეტად. ამომრჩეველმა უნდა გააფერადოს თითო სუბიექტი ორივე სვეტიდან, რათა მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016