აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია


ქარ / ENG
 Untitled Document

სამუშაო შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ქალი წარმომადგენლებისათვის
13 დეკემბერი 2023

2023 წლის 12-13 დეკემბერს, ქ. ბათუმში, უმაღლესი საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს პროექტ „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა თემაზე “მეტი ქალი გადაწყვეტილების მიღების პროცესში” გაიმართა. ღონისძიებას აჭარის რეგიონში მცხოვრები პოლიტიკური პარტიების ქალი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ და ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარკუს ადელსბახმა გახსნეს. ევროპის საბჭოს ექსპერტი, სონია ლოკარი, მონაწილეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა დაბალანსებულ მონაწილეობაზე, დისკრიმინაციის ფორმებსა და პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმულირებისას თანაბარი ძალაუფლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე ასევე  განხილულ იქნა გენდერული თანასწორობისა და ინტერსექციური პერსპექტივების მხარდამჭერი ზომები და კარგი პრაქტიკა.
ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ირმა პავლიაშვილმა, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად ყურადღება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე გაამახვილა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა არაერთ პრაქტიკულ სამუშაოში მიიღეს მონაწილეობა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016