აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

სამუშაო შეხვედრა ,,დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო”
30 ივნისი 2023

29-30 ივნისს, ბათუმში, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, ევროპის საბჭოსთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო” გამართა. ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით ჩატარდა. სამუშაო შეხვედრას აჭარის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტეფან სირბუმ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა, მიმართეს.
ევროპის საბჭოს ექსპერტმა, არდიტა დრიზა მაიერმა, მონაწილეებს არჩევნებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სწავლების ცენტრის ტრენერებმა, მაია გუდაძემ და თორნიკე გოგისვანიძემ პედაგოგებთან დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტები განიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში მასწავლებლებმა არაერთ პრაქტიკულ სამუშაოში მიიღეს მონაწილეობა.
სამუშაო შეხვედრაზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის დემონსტრირება მოეწყო.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016